სადისკუსიო გზამკვლევი
თანასწორ-განმანათლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს სადისკუსიო გზამკვლევები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემების განსახილველად. თითოეული გზამკვლევი მოიცავს „AMAZE“-ის საგანმანათლებლო ხასიათის ვიდეომასალას, რომელიც ეხება კონკრეტულ თემას, და რომლის ჩართვაც შესაძლებელია ახალგაზრდებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით შემუშავებულ გაკვეთილის გეგმებში ან მათი გამოყენება შესაძლებელია დამატებითი რესურსის სახით. თითოეული გზამკვლევი მოიცავს შესავალს, რომელშიც მოკლედ არის მიმოხილული ვიდეომასალის თემა, ვიდეომასალის ჩვენებასა და მის შემდგომ გამართულ დისკუსიასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, სადისკუსიო და თემის გააზრებისთვის (რეფლექსიისთვის) განკუთვნილ კითხვებსა და არჩევით აქტივობასა და/ან ქვიზსს.